მოგესალმებით მზიურის ბლოგზე !

მზიურელების ბლოგის“ ძირითადი დანიშნულება, რა თქმა უნდა, „მზიურის“ საქმიანობის ასახვაა. მოკლე „ნიუსებში“ სათქმელი ვერ ეტევა. იგივე მოვლენები დღიურის სტატიებში უფრო დეტალურად და უფრო განზოგადებულად გამოჩნდება.

იქნება ზოგადი თემებიც – განათლებასა და საინფორმაციო ტექნოლოგიებზე, განათლების სფეროში საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაზე, უფრო ხშირად კი ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პრობლემების შესახებ, კერძოდ კი – ინფორმატიკის საოლიმპიადო მომზადების თემაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი თემებიც ძირითადად „მზიურის“ საქმიანობის კუთხიდან იქნება დანახული, მაინც იმედი გვაქვს, რომ დღიურის სტატიები არა მარტო „მზიურელებსა“ და მათ მშობლებს დააინტერესებს.

უშუალოდ „მზიურელების“ გარდა, ვფიქრობთ, ბლოგში სკოლების ინფორმატიკის მასწავლებლები და ინფომენეჯერებიც შემოიხედავენ, ვინაიდან ბევრი სტატია მათთვის იქნება გამიზნული.

შევეცდებით წარმოვაჩინოთ მზიურის გარდა ის ორგანიზაციები და პიროვნებები, რომლებსაც საკუთარი წვლილი შეჰქონდათ და/ან შეაქვთ ინფორმატიკის საოლიმპიადო მომზადების საქმეში. ერთად გავაანალიზოთ საოლიმპიადო მომზადების საქმისადმი სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პოლიტიკა და სტრატეგია.

ასევე, ვეცდებით, საზოგადოებას გავაცნოთ ამ სფეროს წარმატებული ახალგაზრდები, მათ მაგალითზე ერთად დავაკვირდეთ, რა როლის შესრულება შეუძლია ადამიანის ცხოვრებაში საოლიმპიადო მუშაობას.

ძალიან გვინდა, რომ მკითხველმა აქტიურად გამოთქვას თავისი აზრი კომენტარებში.

ვეცდებით, მკითხველს შევთავაზოთ სტატიების მრავაფეროვანი ფორმატი, მაგალითად:

საოლიმპიადო თემის ნიუსები, ოფიციალური დოკუმენტები და სპეციალისტების მოსაზრებები მათ შესახებ;

სახვადასხვა ღონისძიებების შესახებ ანგარიშები;

სხვადასხვა ღონისძიებათა მონაწილეების შთაბეჭდილებები;

რაიმე თემაზე ანალიტიკური სახის წერილები (როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური – დისკუსიის სახით);

წარმატებულ მასწავლებელთა და მათ ნამოწაფართა ბიოგრაფიული პორტრეტები/ინტერვიუები და სხვა.

 

ჩვენ შესახებ

Blog

აშშ ღია ოლიმპიადა ინფორმატიკაში

ბოლო პერიოდში სასკოლო ოლიმპიადები გარკვეულწილად საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. განსაკუთრებულ დაინტერესებას იწვევს ის სასკოლო საგნები, რომლებშიც საერთაშორისო ოლიმპიადა ტარდება – მათემატიკა, ფიზიკა, ინფორმატიკა, ბიოლოგია, ქიმია და ასტრონომია. ქართველი მოსწავლეები უკანასკნელ წლებამდე მხოლოდ პირველ სამ საგანში გამოდიოდნენ საერთაშორისო ასპარეზზე და არც თუ ცუდ შედეგებს აღწევენ. ბოლო წლებში ქართველი მოსწავლეები ბიოლოგიასა და ქიმიის ოლიმპიადაზეც მონაწილეობენ. 2016 წელს …

კიდევ ერთი მზიურელი MIT-ში

ახლახანს ცნობილი გახდა, რომ ელენე მაჩაიძე აშშ-ს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში (MIT – Massachusetts Institute of Technology) მიიღეს და მომავალი სექტემბრიდან მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი იქნება. ელენე მე-6 კლასიდან სწავლობდა მზიურში და არის მოსწავლეთა შორის ინფორმატიკის სხვადასხვა ოლიმპიადების (როგორც ეროვნული, ასევე საერთაშორისო) მრავალგზის გამარჯვებული. შარშან სკოლა დაამთავრა და ამჟამად თვითონ ასწავლის მზიურში საოლიმპიადო ჯგუფებს. …

კონტაქტი

სასწავლო განყოფილება:  229-48-61

მეთოდური განყოფილება:  291-03-17

დირექცია:  295-45-75

E-mail: info@mziuri.ge